ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმიონოლოგიის განყოფილება გიწვევთ მუდმივმოქმედ სემინარზე „სამეცნიერო საუბრები ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის საკითხებზე“.
მოხსენების თემაა „ბიბლიურ გამონათქვამთა კულტურათშორისი ანალიზი (ფრანგული, ესპანური, იტალიური, ინგლისური და ქართული ენების მასალაზე)“.
მომხსენებლები:
- ემერიტუსი პროფ. ციური ახვლედიანი
- ასოცირებული პროფ. მარინე კობეშავიძე
სხდომა გაიმართება 2023 წლის 1, აპრილს, 15:00 სთ.-ზე ზუმის პლატფორმაზე
ზუმის მისამართი: 291 542 1851